საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პოლიტიკურ გუნდს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, დიალოგი ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ უნდა შედგეს.

„საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან. დიალოგი ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ უნდა შედგეს. პრეზიდენტი მზად არის როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, ჩაერთოს ამ პროცესში”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს არ დაუკონკრეტებია, გამართავს თუ არა შეხვედრებს თავად გიორგი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. როგორც გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული მათი შემდგომი ნაბიჯები.

banner
წინა სტატიაში,,საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გრიგოლ ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან”
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ – აუცილებელია, ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება