საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქნესეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ხელმძღვანელობს.

როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

ქნესეთის პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით დაინტერესდნენ.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებული იქნება მომავალშიც, სახელმწიფოების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი მიზანი იქნება სასამართლოს შემადგენლობა სრულად იქნეს გახვეტილი”
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე განცხადებას ავრცელებს