საქართველოს პრეზიდენტი ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა

აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საკითხს და ორ ქვეყანას შორის თანამედროვე, მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

„დღეს ჩვენ საინტერესო და ამავდროულად მეტად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს მოქმედება. ტერორიზმი და მათ შორის განსაკუთრებით ISIS მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უდიდესი გამოწვევაა.

ჩვენი მიზანია, ვეძებოთ გზები და განვამტკიცოთ პარტნიორობები, რომელიც ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და სანქციების გაუქმების პირობებში საინტერესოა ირანთან ურთიერთობების გააქტიურება და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანულ მხარესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„სამწუხაროდ, მოსკოვი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველო მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა“, – აღნიშნა გიორგი მარგევლაშვილმა.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან – მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან.

banner
წინა სტატიაში23-ე ბატალიონი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაNGO-ები ენმ-ის ოფისზე მომხდარი თავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვენ