საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები კარგია და სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი, 6 -7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ – დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.

გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება.

ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა სიღნაღის რაიონის 2 სოფელი დააზარალა
შემდეგი სტატია“პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნა უპირველესად მისი იმიჯის გამო გადაწყვიტა”