საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა

margvelaსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა.
ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლემა კომისარმა საქართველოს პრეზიდენტს ოსური მხარის მადლობა გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლის აღდგენის გამო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ – ოსური ურთიერთობების ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი – აფხაზეთის ვირტუალური არქივი, სადაც ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს შეუძლიათ ისეთი საარქივო ინფორმაცია – ვიდეო, აუდიომასალა მოიძიონ, რომელიც თბილისში ინახება.

banner
წინა სტატიაშიდაიცავი თსუ, დაიცავი საუნივერსიტეტო სივრცე
შემდეგი სტატიაიუნესკომ პალმირას აღდგენის შესახებ რუსების გეგმა დაამტკიცა