საქართველოს პრეზიდენტი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.

ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთ მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე.
ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივით გამოიხატა. ბოლო ინიციატივაა, რომელსაც ყველა ვუერთდებით და გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის რომ ჩვენ გვინდა ევროპა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.



















