საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარიკოსს შეხვდა, რომელიც თბილისში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
მიხაილ კოსტარიკოსსმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს წვლილი, მალიში და ცენტრალურ აფრიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული დანაყოფების მონაწილობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათალია, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე განიხილეს.
გენერალმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის მნიშვნელობა.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„ტელეიმედის“ თანამშრომელმა გიგი უგულავა სარედაქციო საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატია“ქუთაისში სიარულზე დრო რომ არ დახარჯონ, წავიდნენ პირდაპირ თბილისში”