საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2016 12:55

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის სხდომის გახსნისას განაცხადა, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად, მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2016 12:55

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics