საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ფესტივალს “შემოდგომის თბილისი” დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თავდაცვის მინისტრთან ერთად საერთაშორისო ფესტივალს “შემოდგომის თბილისს” დაესწრნენ, ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულიერო ორკესტრი მონაწილეობდა.
სამხედრო მუსიკოსებმა სასულიერო მუსიკისთვის შექმნილი ნაწარმოებები დაუკრეს. პირველად შესრულდა სტივენ ბრაიანტის “ბინდი”, რომელიც ქართველ გმირებს მიეძღვნა. საღამო მარშით დასრულდა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორკესტრებს შორის პარტნიორობის აღსანიშნავად კაპიტან პოლ კოლის -სმიტის მიერ შეიქმნა.

საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვროდ ახლადშექმნილი მარშის ნოტები გადასცეს.

ღონისძიება, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიმომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავწყვიტოთ უამრავი პოლიტიკური თემა – ვოლსკი რუსეთთან ურთიერთობაზე
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი საქველმოქმედო გალა სადილზე ერთ მაგიდასთან