საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ასრულებს კონსტიტუციის 78-ე მუხლს – გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საქართველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი ინსტანცია, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლს პირნათლად ასრულებს და ქართველი ხალხის მისწრაფებებს იზიარებს.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციითვის.
გვარამიას შეფასებით სალომე ზურაბიშვილის გარდა “ხელისუფლებიდან ყველა სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი ამ კონსტიტუციურ დებულებას არღვევს”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე არჩევნების დაკვირვების კუთხითაც სალომე ზურაბიშვილს განსაკუთრებული როლი უკავია.

საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ასრულებს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ცდილობს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ყველა სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი ხელისუფლებიდან ამ კონსტიტუციურ დებულებას არღვევს და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს აქვს თავისი გამოძახილი როგორც პოლიტიკური, ასევე არაპოლიტიკური. ჩემი აზრით, პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, მათ შორის, არჩევნების კანონიერების დაკვირვების კუთხითაც”, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისუსის ხელმძღვანელის თქმით, “ყალბი ჩანაწერების” შესაძლო გავრცელებაზე განცხადება პრევენციისთვის გაკეთდა
შემდეგი სტატიავინ შეიძლება უსმენდეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს?