საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილმა თურქ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, რომელსაც ოცზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკიაციისას ნატო-ს სამიტის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია – ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიასაზარელი მკვლელობა ხადას ხეობაში – დაკავებულ მწყემსს ბრალს დღეს წაუყენებენ