საქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს ხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც გიორგი მარგველაშვილს და მისი ადმინისტრაციის წევრებს ხვდება.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას განიხილება საქართველო-გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ანგელა მერკელი საქართველოს 10 წლის შემდეგ სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მოხარული ვართ, რომ აშშ, ევროკავშირი, გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე
შემდეგი სტატიამე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა შევძელი პირობის შესრულება – მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები