საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩვნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა.

გარდა ამისა, მიშველაძის ინფორმაციით, უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დანიშნავს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომასაც.

„არჩევნები დასრულდა. პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესი შეაჯამა და გამოთქვა საკუთარი აზრი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩევნების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ისე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომასაც დანიშნავს“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმია ქალაქ მოსულში შევიდა
შემდეგი სტატია“ჩემი წასვლის თაობაზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და წევრები საქმის კურსში იყვნენ”