საქართველოს პრეზიდენტი КГБ-ს ოფიცერს სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომის სრულ უფლებას აძლევს

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2019 15:27

საქართველოს პრეზიდენტი КГБ-ს ოფიცერს სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომის სრულ უფლებას აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი КГБ-ს ოფიცერს სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომის სრულ უფლებას აძლევს – პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დიმიტრი ლეჟავა ზურაბიშვილის წარმომადგენელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული სპეცსამსახურების სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოფილი აგენტი არ არსებობს.

”თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრის, თეონა აქუბარდიასთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა პრეზიდენტმა არჩევანი საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფიცერზე, მაშინ, როცა ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკა ნატოში ინტეგრაციაა.

„როდესაც გვაქვს გაცხადებული საგარეო კურსი, რომ გვაქვს სურვილი გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენი თავდაცვის სისტემა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ნატოს სტანდარტთან რასაც თავდაცვის სამინისტრო ასე ხშირად იმეორებს რა გამოცდილება და რა უნარი აქვს ამ მრჩეველს თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან, უსაფრთხოების სისტემებთან ეს ერთი საკითხია.

მეორე რატომ არ იყო შესაძლებელი,რომ თუნდაც დასავლური განათლებით, თუ დაც ამ სისტემების ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე მრჩევლის დანიშვნა. მისი წარსული, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ ბატონ ლეჟავას ნამდვილად არ მეტყველებს დადებითად პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც მას უნდა ჰქონდეს სრული დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე და წესით, ის უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში,”-აცხადებს თეონა აქუბარდია.

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2019 15:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics