საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ვიქტორია ნულანდმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.