“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, ბოდიში მოიხადოს და გადადგეს”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, ბოდიში მოიხადოს და თანამდებობიდან გადადგეს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, ბოდიში მოიხადოს და გადადგეს. პოლიტიკურ ოპონენტებზე და სხვა “ქაჯებზე” ნადირობა არ უშველის იმ უბედურებას, რასაც დღეს ბათუმში ვუყურებთ. ეს არის კრახი, სახელმწიფოს კრახი, რომელზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მათ, ვინც გადაწყვიტა საქართველოს სიმწრით შექმნილი სახელმწიფო შპს “ქართუდ” აქციოს, მათ შორის ქართუ ბანკის ყოფილ მმართველს”, – აცხადებს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშივინ უნდა გაბედოს და თქვას რომ ამის უკან “ნაცმოძრაობა” დგას
შემდეგი სტატია(video) აქციის მონაწილეთა მოთხოვნები