საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე , საქართველოს აზერბაჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელს ლეილა სულეიმანოვასა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ადრეული ქორწინების პრევენცია იყო.

სოფო ჯაფარიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში ქალთა და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და პრევენციის მიზნის მქონე ინსტიტუტებზე, ასევე იმ გამოწვევებზე და მიღწევებზე რაც ბოლო დროის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით გამოვლინდა. მან ასევე ისაუბრა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე, რომლებსაც 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. სოფო ჯაფარიძემ ხაზგასმით ისაუბრა ქალების როლის გაძლიერებაზე, ადრეული ქორწინების ურყოფით შედეგებზე და მისი პრევენციის მიზნით განსახორციელებლ აქტივობებზე. ახალგაზრდებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოზე, მასთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) საქმიანობაზე.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის რეფერენდუმი-რუსეთისგან ჩვენ არანაირი პოზიტიური სიგნალი არ მიგვიღია და არც მივიღებთ
შემდეგი სტატიაძალადობის პრევენცია არჩევნების პერიოდში – პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა