საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიაში გაემგზავრება

27-29 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც შვეიცარიის მთის განვითარების მინისტრს შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა გუშინ, აჭარაში სასტუმროს “კასტელო მარე” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ორშაბათს მივემგზავრები შვეიცარიაში, სადაც მექნება შვეიცვარიის მთის განვითარების სამინსიტროსთან საინტერესო შეხვედრა. ეს ვიზიტი სპეციალურად დაიგეგმა ამ შეხვედრისათვის, სადაც ჩვენ დავიწყებთ მთა-თუშეთის განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით. ეს იქნება კომპლექსური გეგმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების ტრანსპორტირება უზრუნველყო
შემდეგი სტატიამოპედის დაჯახების შედეგად ქვეითი მოტეხილობებით და სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს