საქართველოს პრემიერ–მინისტრი ხვალ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა

15 ივლისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა.

10:30 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში “ვლაქერნობის” დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრება.

16:00 საათზე პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სამტრედიის შემოვლითი გზის (ბაში-დაფნარის მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში.

მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა–აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეუერთდება გრიგოლეთის გზას.

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ ჯანელიძე : კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე : პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია