საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, პირისპირ შეხვედრისას, საუბარი, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. შეხვედრისას აღინიშნა, რომ, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს და, ამ მიმართულებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის პირველი სხდომა, თბილისში, 2016 წლის მარტში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს. პირისპირ საუბრის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელზეც ყირგიზეთის პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და კონკრეტული მიმართულებების რეფორმის პროცესში, საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ყირგიზეთის ბიზნესფორუმი 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ასევე აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფნის როლი. მხარეებმა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებად ზაზა თავაძე და ირინა იმერლიშვილი წარადგინეს
შემდეგი სტატიასამი მათგანი პოლიციის განყოფილებაში სცემეს -მარნეულში დაკავებულთა ადვოკატი