9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრისა და ორგანიზაციის თავმჯდომარის მნიშვნელოვან როლს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო – ბრიტანეთის საელჩო
შემდეგი სტატია“ძალიან უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მის უნივერსიტეტებს ასე დაერიო და სრულიად უნდა იყოს გალაჩრებული ქვეყანა, რომ ეს მიიღოს” – პროფესორი ნანა დიხამინჯია