საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

banner
წინა სტატიაშიფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფინეთი მუშაობს თურქეთის მოთხოვნებზე
შემდეგი სტატია1 წლის წინ შემოგვთავაზეს ხალხის ევაკუაცია და სანგრების გათხრა, მაგრამ ეს გამოიწვევდა პანიკას, ეკონომიკის განადგურებას – ზელენსკი