ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანემ ამბროსი ხელაიას სახლების კულტურისა და სულიერების ცენტრის შესასვლესა და ტაძრის ტერიტორიაზე მოსახვედრ კარებს ბოქლომი დაადო