საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება მთავრობის სახლში, სადაც გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსი კოლეგა ანდრეი კობიაკოვი უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში, დაათვალიერებს მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ასევე, გვირგვინით შეამკობსსამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მონუმენტს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან. ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში შიმშილობა დაიწყეს