საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა, მთავარი იმპორტიორი კი რუსეთია.
ინფორმაციას BPN საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში კი 1.785 მლნ აშშ დოლარის 6 225 ტონა.
გამოცემა წერს, რომ 2026 წელს ფქვილის საიმპორტო ფასი (გადასახადების გარეშე) 1 კილოგრამზე 48. 2 ცენტს შეადგენდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28.7 ცენტი იყო, რაც წლიურად 68.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ფქვილის უდიდესი ნაწილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის. BPN-ს ცნობით, რუსეთის წილი იმპორტის საერთო მაჩვენებელში 49.5%-ია.
2026 წლის იანვარ-თებერვალში ფქვილის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოყურება:
რუსეთი – 658.7 ათასი აშშ დოლარის 1 683 ტონა;
თურქეთი – 309.6 ათასი აშშ დოლარის 504 ტონა;
აზერბაიჯანი – 155.5 ათასი აშშ დოლარის 345 ტონა;
იტალია – 140.4 ათასი აშშ დოლარის 128 ტონა;
უკრაინა – 46.9 ათასი აშშ დოლარის 87 ტონა.
















