„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე განცხადებას ავრცელებს

FOSTA-GEN-DIREQTORI„გაერთიანებული კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირი“ არის ორგანიზაცია, რომელიც არ თანამშრომლობს „საქართველოს ფოსტასთან“, რაც გამოიხატება სახელშეკრულებო ურთიერთობაზე უარის თქმით. მოქმედი კანონმდებლობა ურთიერთობის დასარეგულირებლად ითვალისწინებს კოლექტიურ ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერილია კომპანიის მხრიდან და გადაცემულია აღნიშნული სუბიექტისთვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირის ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები არ არიან „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლები და უარს აცხადებენ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებაზე. სამაგიეროდ, ეწევიან მიზანმიმართულ კამპანიას „საქართველოს ფოსტის“ წინააღმდეგ, რაც გამოიხატება შემდეგში:

პროფკავშირის წარმომადგენლებმა მოძებნეს „საქართველოს ფოსტიდან“ სხვადასხვა დროს გათავისუფლებული თანამშრომლები, მათ შორის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გათავისუფლებული 800 ადამიანი, დაარწმუნეს ისინი, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს გზით სამსახურში აღდგენა და განაცდურის კომპენსაციის სახით მიღება, ისარგებლეს სამწლიანი გასაჩივრების ვადით, დასაქმებულის სასარგებლოდ ლოიალური შრომის კანონმდებლობით და წამოიწყეს ასამდე სასამართლო პროცესი.
„საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მდგომარეობის წინააღმდეგ მიმართული ეს კამპანია გამოწვეულია იქიდან, რომ პროფკავშირის წარმომადგენლებს „საქართველოს ფოსტამ“ უარი უთხრა დისკრიმინაციული მოთხოვნების შესრულებაზე, რაც გულისხმობდა პროფკავშირის წევრებისთვის შრომის კოდექსით გათვალისწინებულზე ნაკლები სამუშაო საათების მიცემას და პროფკავშირის ღონისძიებების და გადაადგილების დაფინანსებას.

მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილების ფუფუნება „საქართველოს ფოსტას“ არ გააჩნია. ყველა რესურსი მიმართულია ახალი საფოსტო პროდუქტების დასანერგად.
„საქართველოს ფოსტა“, რა თქმა უნდა, შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, გონივრულ ფორმატში მზად არის პროფკავშირთან სათანამშრომლოდ, გააგრძელებს განვითარებას იმ ტემპებით, რომელიც აღებული აქვს, გააგრძელებს მაღალი კვალიფიკაციის ისეთი კადრების მოზიდვას, რომლებიც ფეხს აუბამენ ახალ რიტმს. „საქართველოს ფოსტას“ დღესაც უმრავლესობაში ჰყავს ისეთი თანამშრომლები, რომელთა მეშვეობით შევძელით მოსახლეობის მაღალი ხარისხით მომსახურება, დავნერგეთ ახალი პროდუქტები და გავზარდეთ საფოსტო ბრუნვა.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი
ლევან ჩიკვაიძე

banner
წინა სტატიაში“ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა უფრო მეტის მოლოდინი” – სერგო რატიანი პრეზიდენტის გამოსვლაზე
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის გამოსვლა ცოტა ეკლექტური იყო”, – გია ჟორჟოლიანი