საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს და, წერტილი! – ბოჭორიშვილი

საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს და, წერტილი! – იმ ქვეყნებს, რომელთაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი არა აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭირიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმაზე საუბარი, თითქოს საქართველოს პოლიტიკური პატიმრების ჰყავს, ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.

“ჩვენივე ინტერესებშია სწორად გავაკეთოთ შეფასებები, თუ რა ხდება საქართველოში და იმ სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირებას, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ნაკლებად ვეცადოთ, რადგან ზუსტად ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა
შემდეგი სტატიაუკვე გამოიტირეს, რომ ევროპა არაფერს არ გვაძლევს და ახლა იმით არიან დაკავებული, რომ ვიღაცებს რაღაცები გადააბრალონ, სირცხვილია – მოეშვით პანიკას, ახლა ერთად შრომის დროა – უსუფაშვილი