“საქართველოს პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს რეალობას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”- გუნბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას თქმით, საქართველოს პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს “აფხაზეთის დამოუკიდებლობას”. ამის შესახებ მან პროპაგანდისტულ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოს პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს რეალობას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა,” – აღნიშნა გუნბამ.

მისივე მტკიცებით, “თბილისთან დიალოგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი – თუ ისინი აფხაზეთის სუვერენიტეტს აღიარებენ და ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ”.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას, ხუთშაბათს თურქეთში კი პირადად ვლადიმირ პუტინს ელოდება
შემდეგი სტატიატუსკის განცხადებით, ვარშავაში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა იყო