საქართველოს პირველმა ლედიმ სოციალური საწარმო „კოდალა“ დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ საწარმოს „კოდალას“ ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს შეხვდა, რომელთა პროფესიულ გადამზადებას, პროფესიულ სწავლებას და დასაქმებასაც საწარმო ახორციელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი, რომელთაგან 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
საწარმოში ეკოლოგიურად სუფთა ხის ნაკეთობებს, ასაწყობი, მექანიზირებული და ფიგურული სათამაშოების 150-მდე სახეობას ამზადებენ.
„ეს სათამაშოები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ყველამ კარგად ვიცით, რადგან ძალიან ბევრგან შეგვხვედრია. აქ ძირითადად დასაქმებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების პირები. ეს სათამაშოები კიდევ უფრო მეტ ფანტაზიას აღვიძებენ და რთავენ ამ პროცესში.ეს საკმაოდ სკრუპულოზური ნამუშევრებია და ყველაფერი ეს ისეთი დანადგარების საშუალებით მზადდება, რომელსაც განსაკუთრებული სიზუსტე და ხედვა სჭირდება”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ,,საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა”
შემდეგი სტატიამე-16 დაბალი რისკის პენიტენციალურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა ამოქმედდა