საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა

შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა

შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ხიდს“ უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში17 ნოემბერს რუსეთის მიერ სირიის მასიური დაბომბვის ექსკლუზიური კადრები (VIDEO)
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:”რუსეთი თავად ქმნის პრობლემას და მერე თავადვე “აგვარებს””