საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე მხილებულია 10 პირი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიმართეს ერთ – ერთ ორგანიზაციას, რა დროსაც, სესხის მიღების მიზნით, წარადგინეს ყალბი ცნობები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, წარდგენილ იქნა ყალბი საბანკო ამონაწერები, თითქოსდა, ისინი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, 2019 წლის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებულია 15 პირი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთავში ორსულ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა