საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს შეხვდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.
პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის საქმიანობის სფერო, სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკური სახის დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას. საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. განიხილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, ესაუბრა საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლების, უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთით საგამოძიებო სამსახური იცავს სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსური დანაკარგებისგან, ხელს უწყობს თავისუფალი ბიზნეს გარემოს არსებობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა, თავის მხრივ, პოლონეთის რესპუბლიკაში განხორციელებული რეფორმების შესახებ და იმ გამოწვევების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს პოლონელი სამართალდამცველების წინაშე დგას.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ კონკრეტულ მიმართულებებზე

banner
წინა სტატიაშიპომპეო: გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს
შემდეგი სტატია“ეს გზავნილები არის ძალიან საგანგაშო” – სამადაშვილი მაიკ პომპეოს განცხადებებზე