საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს 1 აპრილამდე აჩერებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ქალაქში არსებულ რეალობას სწორი პროექტების განხორციელებით შევცვლით
შემდეგი სტატიაკორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს