საქართველოს პატრიოტების შეკრება დავით გარეჯში 8000-ზე მეტი კაცი მონაწილეობდა აქციაში

“ჩვენ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა გაითვალისწინონ: ქართველი ხალხი არ დათმობს დავით გარეჯს. ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანელებს და მათგანაც ველით საპასუხო პატივისცემას. სასიხარულოა, რომ ათასობით ადამიანი ჩამოვიდა გარეჯში. ტრანპორტი ჩვენს მიერ მობილიზებული იყო 8500 კაცზე, მაგრამ მანქანებითაც იყო ხალხი ჩამოსული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8000-ზე მეტი კაცი მონაწილეობდა აქციაში. მიტინგის დასრულების შემდეგ ხალხი ისევ აგრძელებდა მოსვლას. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებებს დავით გარეჯის დასაცავად, როგორ პარლამენტში, ისე მშვიდობიანი აქციების ფორმატში“-აცხადებს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობის მეორე დღეს ჩაკეტეს.
მონასტრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ამბობდა, რომ მესაზღვრეებმა გზის დაკეტვა იმით ახსნეს, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის მონასტერში ასვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათი გაღიზიანებაც სწორედ ამან განაპირობა. 5 დღიანი შეზღუდვის შემდეგ, მონასტრამდე მისასვლელი გზა, 26 აპრილს გაიხსნა.

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბავშვებს ლისის ტბაზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში ხობის „კოლხეთის” ქალთა გუნდის წევრები მასპინძლებმა გალახეს