საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა. პატრიარქების მიმოწერას საქართველოს საპატრიარქო ასაჯაროებს.

“ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ”, – ვკითხულობთ ილია მეორის წერილში.

banner
წინა სტატიაშიხაინდრავა ჟურნალისტებს: ყარხართ, უნამუსობით ყარხართ, სიბილწით ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი
შემდეგი სტატიასაზარელი მკვლელობა მარნეულში