საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს- გამოხმაურება მოსკოვიდან

მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს.

როგორც „გაზეტა რუ“ იტყობინება, ამის შესახებ ჩაპლინმა რადიოსადგური НСН-ის ეთერში განაცხადა.

„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორების მცდელობასთან. შეიძლება, ეს ისტორია ეკლესიაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენება.

პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. შესაძლოა, ვიღაც ცდილობს ამგვარად ჩაერიოს ეკლესიის შდა საქმეებში.

ცნობილია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას“ – განაცხადა ჩაპლინმა.

banner
წინა სტატიაში“აქციები გაგრძელდება”- მელია მერიასთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიაავთენტურობა რატომ არის ახალი ამბავი არ მესმის – სერგი კაპანაძე გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერზე