ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს მიუსამძიმრა.
„თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა.
სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიო გახდა დაუცველი და მსგავსი საშიშროება ყველა ქვეყნის წინაშე დგას.
აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.