„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს მთავრობისა და „საქპატენტის“ მიერ პარლამენტთან თანამშრომლობით განხორციელებული იმ რეფორმების გაგრძელებაა, რომლის შედეგადაც პატენტრწმუნებული, როგორც პროფესია, ცალკე საკანონმდებლო აქტით, დამოუკიდებელ რეგულირებას საჭიროებს.
ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კანონპროექტი პატენტრწმუნებულთა საქმიანობის, მათი ვალდებულებების, მუდმივი განვითარებისა და პასუხისმგებლობის საკითხების დარეგულირების მიზნით მომზადდა და საკანონმდებლო აქტით პატენტრწმუნებულთა საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნება.
კანონპროექტის თანახმად, ასევე შემუშავდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი, ხოლო პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება. კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნება პატენტრწმუნებულთა ასოციაცია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება – შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო