საქართველოს პარლამენტში სხდომას სერგეი გავრილოვი წაიყვანს

რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია რამდენიმე წუთში გაიხსნება. სხდომას სერგეი გავრილოვი წაიყვანს.

ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის მტრების მონაწილეობით საქართველოში ასამბლეის ჩატარება სამარცხვინოა.

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებას გმობს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარების მწვავე რეაქცია თბილისში მიმდინარე ძალადობაზე