საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსზე“ მესამე მოსმენით მსჯელობენ, თუმცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ.

მათ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გამოურთო და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვან.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ხათუნა სამნიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა.

banner
წინა სტატიაშიიცით როგორ საზიზღარ ადამიანებს ვიცნობ და რამდენს? – დავითულიანი რუსი ბიზნესმენის პარლამენტში შეყვანაზე
შემდეგი სტატიაკალაძე – მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან, დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე