საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე

საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე – ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივაზე იმსჯელეს. მდინარაძის თქმით, ქართული ოცნების პარტიის უმრავლესობა ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, თუმცა დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხელმოწერების შეგროვებას მაინც გააგრძელებენ.

“მე არ მგონია, რომ შეგროვდება ნახევარი მილიონის ან მილიონის ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე. ყველა სისტემა არის ლეგიტიმური, ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოს პირობებში, მე არ ვფიქრობ და გუნდიც არ ფიქრობს ასე. ისინიც კარგად აცნობიერებენ ამას და ამბობენ, რომ გავალთ ხალხში შევაგროვებთ ხელმოწერებს, გვექნება 200 ათასი ხელმოწერა, რომელიც აიძულებს საქართველოს პარლამენტს განიხილოს ეს ინიციატივა. მე ამის მოლოდინი არ მაქვს. შესაძლებელია შეაგროვონ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობა, თუმცა საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე” – განაცხადა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მორჩილი დეპუტატების ინიციატივა არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს – “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყვნენ წინააღმდეგი, პროცესი გაგვევითარებინა