საქართველოს პარლამენტში ახალი კორონავირუსით ამ მომენტისთვის არავინ არის ინფიცირებული

საქართველოს პარლამენტში ახალი კორონავირუსით ამ მომენტისთვის არავინ არის ინფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში პროფილაქტიკური ზომები მიიღეს.

„ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს, თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი და არავინ არის საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ ზომები, ხდება ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ჰქონდა ჯანდაცვის სამსახურს. თუ მომავალში ვინმე იქნება რისკჯგუფში და დაუდასტურდება ინფექცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისი გაიდლაინით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაEdison Research-ის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 63% ნეგატიურად აფასებს