საქართველოს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე გია ხარჩილავას დედას-მე გიას სახელს, წალენჯიხელებს და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის არ ვუღალატებ
შემდეგი სტატიაწულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ოლიგარქის პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა