საქართველოს პარლამენტმა პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენსაქართველოს პარლამენტმა პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობის შესახებ რეზოლუციის პროექტი ”თავისუფალმა დემოკრატებმა” მოამზადეს.

საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის დროს რეზოლუციის პროექტს 85 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დოკუმეტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო და უკანონოდ დაკავებული უკრაინის სხვა მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას.

პროექტის მიხედვით, ასევე არ უნდა იქნას დაშვებული სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევა, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის ტრანსპორტის მინისტრი ბრიუსელის აფეთქებების შემდეგ გადადგა
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს