საქართველოს პარლამენტმა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ქვეყანას და გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კომპოზიტორის გარდაცვალება მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„დღეს 84 წლის ასაკში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი. თუ ვინმემ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მეტი ხელოვნება, მეტი მელოდია შესძინა, ის უთუოდ იყო ერთ-ერთი. სევდიანია, რომ მისი გარდაცვალება ყვითელი ფოთლების დროს დაემთხვა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“ტაქსით მომსახურების გაწევა არავისთვის აგვიკრძალავს, უბრალოდ მათი ორ კატეგორიად დაყოფა მოხდა” – კახი კალაძე
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მოითხოვს, 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს