საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

რეგლამენტის პროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, ახალი რეგლამენტის სტრუქტურა გამარტივებულია და მოიცავს მხოლოდ XX თავს, კარებად დაყოფის გარეშე. თავები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული და მისი შექმნისას გათვალისწინებული იყო კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პარლამენტის მარეგულირებელი ნორმების და შესაბამისად, სუბიექტების თუ თანამდებობის პირების თანმიმდევრობა.

რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი, თბილისი. პარლამენტის სხდომის გამართვა სხვა ადგილას შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო პარლამენტის სასახლე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

დოკუმენტი იწყება ზოგადი დებულებებით, რასაც თან მოსდევს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა განსაკუთრებულ საქმიანობისთან დაკავშირებული საკითხები, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული დაწესებულებების მარეგულირებელი ნორმები, რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებები. ახალ რედაქციაში განხორციელდა მთელი რიგი ტერმინოლოგიური ცვლილება.

banner
წინა სტატიაში„უცნაური არათანმიმდევრულობაა” – “ოცნება” ზურაბიშვილის ლეგიტიმაციაზე გიორგი ლომიას განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასაგამოცდო სისტემის ცვლილების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის