საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

102 ხმა 10-ის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

მომავალი წლის ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი საერთო ჯამში 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

2017 წლის ბიუჯეტს საპარლამენტო უმცირესობამ და “პატრიოტთა ალაინსმა” მხარი არ დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა
შემდეგი სტატია„აქციზის გადასახადის ზრდა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს” – კობა გვენეტაძე