საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

2019 წლის 5 თებერვალს, აშშ-ს სენატში გაიმართა ფორუმი – “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები და ბრძოლა რეგიონში რუსეთის ქმედების წინააღმდეგ”. ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილმაც მიიღო.

ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონში ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის იმპლემენტაციას და პარტნიორობის გაღრმავებას.

ნიკოლაიშვილმა ფორუმში მონაწილეობა სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოწვევით მიიღო. ფორუმს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები, ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ფორუმის ფარგლებში, რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : შემოგვაქვს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში
შემდეგი სტატიავაშინგტონში კონგრესის არჩევნებში უცხოური ჩარევის კვალი ვერ იპოვეს