საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ირაკლი კობახიძის გარდა, სხვა კანდიდატურა დასახელებული არ ყოფილა და იგი ამ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სამი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ფარული იყო.

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანია 2015 წლის იანვრიდან.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინა სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს – უკრაინის გენპროკურორი
შემდეგი სტატია(VIDEO) ახალი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირველი განცხადება