საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელდა მოქალაქე ელიზაბედ ბადაშვილის გამოთქმული მოსაზრებები, რომელმაც საზოგადოების გულწრფელი და აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ბადაშვილს პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელიზაბედ ბადაშვილი არ არის და არასდროს ყოფილა, არც კომიტეტის და არც საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.

ბადაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს, როგორც ზოგადი განათლების ექსპერტი. საბჭო 1 წლის წინ, სხვადასხვა შეხედულებების მქონე განათლების სფეროს ათეულობით ექსპერტისგან დაკომპლექტდა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გმობს და კატეგორიულად ემიჯნება რა ელიზაბედ ბადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, უახლოეს სხდომაზე განიხილავს საბჭოში მისი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სოციალური მუშაობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიადღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი „ევროპის სახალხო პარტიის“ სახელით, მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას – სააკაშვილი